თბილისში შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - სამართალდამცველებმა ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





