სამთავრობო ცვლილებები

მდინარაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით, ამას შემთხვევით არ ვამბობთ

ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, იმ რწმენით და იმ რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერმინისტრზე, სახელის და გვარის გარეშე, ჯერჯერობით.

რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა თავისი პრემიერობის პერიოდში, განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო.

იმედს გამოვთქვამთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც იქნება ასეთივე წარმატებული და ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ჟინით, ერთიანი გუნდით, ასე მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით სხვათაშორის და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, და შემდეგ, ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენ საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამთავრობო ცვლილებებზე. 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. ის პარტიის თავმჯდომარე ხდება. პარტიის წევრების ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განიხილება.

კომენტარები