სამთავრობო ცვლილებები

ბობოხიძე სამთავრობო ცვლილებებზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, არც ამოცანები

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება და საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ოლიგარქის მარიონეტებადაა გადაქცეული. შესაკრებთა გადანაცვლებით არც ჯამი იცვლება და არც ჩვენი ამოცანები. ჩვენი ამოცანაა 2024 წლის არჩევნებზე დავასრულოთ ოლიგარქისა და ქართული ოცნების მმართველობა. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ეხმაურება სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები