ინდოეთი

ინდოეთში ნავის ამოტრიალებას, სულ მცირე,12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი ემსხვერპლა

კრანს ამოაქვს ამოტრიალებული და ჩაძირული ბორანი, რომელზეც იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, 18 იანვარი, ინდოეთი
REUTERS/Stringer

18 იანვარს ინდოეთის ქალაქ ვადოდარაში პიკნიკის დროს ბორნის ამოტრიალების შედეგად, სულ მცირე,12 მოსწავლე და 2 მასწავლებელი დაიხრჩო.

პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მაშველებმა 20 ბავშვი ტბიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ზოგს სამედიცინო დახმარება უტარდება, ხოლო 2 ბავშვი დაკარგულია და მათ მაშველები ეძებენ. 

ქალაქის პოლიციის უფროსმა წარმომადგენელმა, ანუპამ სინგჰ გაჰლაუტმა, თქვა, რომ გარდაცვლილებს ბორანზე ყოფნისას სამაშველო ჟილეტებზე წვდომა არ ჰქონიათ. მისივე თქმით, ნავზე მყოფი ბავშვები ვადორადოს ერთ-ერთი სკოლის 7-13 წლამდე მოსწავლეები იყვნენ.

ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის ადმინისტრაციამ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ფედერალური მთავრობა გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 2000 000 რუპიას, ხოლო დაშავებულთა ოჯახებს 50 000 რუპიას გამოუყოფს.

"დამწუხრებული ვარ ვადორადაში ჰარნის ტბაში ნავის ამოტრიალების შედეგად სიცოცხლის დანაკარგის გამო. ამ გლოვის ჟამს ჩემი ფიქრები მგლოვიარე ოჯახებთანაა. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ადგილობრივი ადმინისტრაცია დაზარალებულებს ყველანაირ შესაძლო დახმარებას აწვდის". - წერია პოსტში.

ფედერალურ დახმარებასთან ერთად, შტატის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 4000 000 რუპიას გამოუყოფს. 

ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორანზე. 

კომენტარები