ფინეთი-რუსეთი

ფინეთის მთავრობა რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტის გახსნას არ გეგმავს

ფინეთის მთავრობა რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტის გახსნას არ გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Iltalehti სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ საზღვრის დაკეტვის შემდეგ შეიცვალა.

"შესაძლოა გაგრძელდეს [საზღვრის დაკეტვა]. როგორც ჩანს რუსეთის ქმედებებში ცვლილებები არ ყოფილა". - თქვა რანტანენმა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ კი ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით "რუსეთში არაფერი შეცვლილა". ორპო მიიჩნევს, რომ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ღონისძიებები კვლავ უნდა გაგრძელდეს.

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი დახურა გასული წლის ნოემბერში დახურა. ფინეთის თქმით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

14 დეკემბერს, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა, თუმცა, პირველივე დღეს რუსეთიდან საზღვარზე 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, შედეგად კი ხელისუფლებამ საზღვარი კიდევ ერთი თვით ჩაკეტა.

კომენტარები