ფინეთი-რუსეთი

რუსეთის მიერ საზღვართან ბაზების გაძლიერების ფონზე ფინეთი "ყველაზე ცუდისთვის ემზადება"

Leonhard Föger/Reuters

ფინეთი მოელის, რომ რუსეთი მასთან საზღვრის სიახლოვეს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ჯარს განალაგებს, ვინაიდან არსებული ცნობებით, მოსკოვმა NATO-ს წევრი სკანდინავიური ქვეყნის მახლობლად საკუთარი სამხედრო ბაზების გაძლიერება დაიწყო. 

ფინეთის თავდაცვის ძალების სტრატეგიის უფროსმა, გენერალ-მაიორმა სამი ნურმიმ განაცხადა, რომ არმია მოსკოვის მანევრებს "ძალიან ყურადღებით" აკვირდება, ვინაიდან "ყველაზე ცუდისთვის მომზადება" ფინეთის, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის მოვალეობაა.

New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათები სავარაუდოდ აჩვენებენ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას ფინური საზღვრის სიახლოვეს, მათ შორის, კარვების მწკრივებს, სამხედრო ტექნიკას, გამანადგურებელი თვითმფრინავების სათავსოების რეკონსტრუქციას და მშენებლობას ვერტმფრენების ბაზაზე. 

"ისინი სტრუქტურებს ცვლიან და ჩვენ ვხედავთ მზადებას  ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ინფრასტრუქტურის შენების თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, უკრაინაში მებრძოლი ძალების აქ გადმოყვანას დაიწყებენ, განსაკუთრებით სახმელეთო ძალების". - თქვა ნურმიმ. 

"ისინი ამას ეტაპობრივად აკეთებენ. ვიტყოდი, კვლავაც ზომიერ რიცხვებში. ეს დიდი კონსტრუქცია არ არის, თუმცა კონკრეტულ ადგილებში ისინი ახალ ინფრასტრუქტურას აშენებენ და ემზადებიან, ახალი აღჭურვილობა შეაქვთ". - აღნიშნა მან. 

ნურმის ვარაუდით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ჯარებს ფინეთის საზღვრის სიახლოვეს განალაგებს. 

კომენტარები