ფინეთი-რუსეთი

ფინეთის საგარეომ სამხედრო თვითმფრინავების ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხზე, რუსეთის ელჩი პაველ კუზნეცოვი დაიბარა. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE ავრცელებს.

23 მაისს, პორვოოს სანაპიროსთან ახლოს შემჩნეულ იქნა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ფინეთის სასაზღვრო სამსახურმა ავიაინციდენტის შესწავლა დაიწყო, ხოლო თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰიაკიანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრის დარღვევის ფაქტს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ფინეთი კიდევ ერთი ქვეყანა იქნება, რომელიც უკრაინას შეიარაღებას გაყინული რუსული აქტივებით გეგმავს. შესაბამის შეთანხმებას ხელისუფლებამ ევროკომისიასთან გააფორმა, თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, 22 მაისს პოლონეთმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის თავზე, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენი შემოიჭრა. თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, თვითმფრინავმა "სახიფათო მანევრი გააკეთა", რის შემდეგ პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავებს საჰაერო სივრციდან რუსული ბომბდამშენის განდევნა მოუწიათ.

კომენტარები