ფინეთი-რუსეთი

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვას კრძალავს

Markku Ulander / Lehtikuva

ფინეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა დაუჭირა კანონს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვას აუკრძალავს. კანონმდებლობა არ შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ფინეთში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ. 

ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Yle იტყობინება

ამჟამად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებმა ფინეთში უძრავი ქონების შესაძენად თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა უნდა აიღონ. 

რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების ყიდვის აკრძალვის გარდა, კანონი ასევე ფაქტობრივად კრძალავს უძრავი ქონების მიყიდვას იმ პირებისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებიც ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხეს წარმოადგენენ ან რომლებსაც ევროკავშირი აგრესიის ომის გამტარებად მიიჩნევს. 

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა თქვა, რომ ერთსულოვანი მხარდაჭერა საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში ძლიერ კონსენსუსზე მიუთითებს. 

"ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ამდენად სრულყოფილად დაუჭირა მხარი ამ შეთავაზებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ეს გადაწყვეტილება ნათელ გზავნილს გზავნის - არ დავუშვებთ, რომ ფინეთს ძირი გამოეთხაროს". - თქვა ჰაკანენმა. 

მანამდე, ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კანონმდებლობაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის დასკვნით, უძრავი ქონების ყიდვის ნებართვა არ უნდა გაიცეს ისეთი ქვეყნების მოქალაქეებზე, "რომლებზეც ევროკავშირმა დაადგინა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა ან დამოუკიდებლობას არღვევენ", ან რომლებიც "ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს". 

 

კომენტარები