ეკვადორი

ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი გაიქცა

REUTERS/Karen Toro 

ეკვადორის "მთავარი ძებნილი" კრიმინალური დაჯგუფების Los Choneros-ის ლიდერი გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაქრა. ეკვადორის წარმომადგენლებმა მასიასის ციხიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია 7 იანვარს გაავრცელეს და სამძებრო ოპერაცია უკვე დაიწყეს. 

ეკვადორის ეროვნული პოლიციის მეთაურმა გენერალმა სეზარ ზაპატამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხოსე ადოლფო მასიასის ძებნის ოპერაციაში ქვეყნის შეაიარაღებული ძალები არიან ჩართული.

ხოსე ადოლფო მასიასი 2011 წელს დააკავეს და 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკვლელობისა და ნარკოტრეფიკინგისთვის. 

კომენტარები