ახლო აღმოსავლეთი

ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბანში მოკლულია ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური

ვისამ ალ-ტავილი
Befunky

ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბანში მოკლულია ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური ვისამ ალ-ტავილი. ინფორმაციას გამოცემა NY Times ავრცელებს. არაბულ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა, თუმცა უცნობი იყო მოკლული მთავარსარდლის ვინაობა.

ალ-ტავილი ჰეზბოლას ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სპეციალური დანიშნულების რაზმის, რადვანის მეთაური იყო.  

ჰეზბოლას მეთაურის ლიკვიდაცია ისრაელის საზღვრიდან 15 კილომეტრში მოხდა. 

ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელისა და ლიბანის საზღვართანაც. მხარეები ერთმანეთს თითქმის ყოველდღე უხსნიან ცეცხლს. სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის მოკლულია ჰეზბოლას 150-დე წევრი.

ისრაელი მოითხოვს, რომ ჰეზბოლამ საზღვრებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული რაზმები. 

კომენტარები