მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურო მოკლეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Reuters-ს უშიშროების საკითხებში სამმა წყარომ აცნობა. ხოლო გამოცემა Times of Israel-ის თქმით, ლიბანური წყაროების ცნობით, ჰეზბოლას ელიტური "რადავანის რაზმის" უფროსი მეთაურის მკვლელობამ ტერორისტულ დაჯგუფებას "მტკივნეული" დარტყმა მიაყენა.
წყაროების მიხედვით, მოკლული ვისამ ალ-თავილია, რომელიც რადავანის რაზმის მეთაური იყო და სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მოქმედებების წარმართვაში მოწინავე როლი ჰქონდა. იგი ჰეზბოლას მებრძოლთან ერთად ლიბანის სამხრეთში მდებარე სოფელში, მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა მასზე საჰაერო იერიში მიიტანა.
7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით დროდადრო ჭურვებს ისვრის. ისრაელის მიერ საპასუხო იერიშებს ამ დროისთვის 130-ზე მეტი ჰეზბოლას მებრძოლი შეეწირა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



