ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორის შვილი ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა

Photo by -/AFP via Getty Images

ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორის, ვაელ ალ-დაჰდუს შვილი ჰამზა ალ-დაჰდუ სამხრეთ ღაზაში ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. თავად ჰამზა ალ-დაჰდუ ასევე ალ ჯაზირას ჟურნალისტი და ოპერატორი იყო.

ჰამზა ალ-დაჰდუ ალ ჯაზირას სხვა რეპორტიორებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა რა დროსაც მათ ისრაელის მიერ გასროლილი დრონი დაეცა. ალ-დაჰდუსთან ერთად გარდაიცვალა ჟურნალისტი მუსტაფა თურაია, ხოლო მესამე რეპორტიორი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები უახლესი დაბომბვის გასაშუქებლად რაფას ჩრდილოეთით მორაჯის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონადაა გამოცხადებული. 

ვაელ ალ-დაჰდუმ ისრაელ-ჰამასის ომში ასევე ოჯახის 12 წევრი დაკარგა. მან თავისი ცოლის, 15 და 7 წლის შვილების და 1 წლის შვილიშვილის გარდაცვალება პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ჩართვისას შეიტყო. მისი უფროსი ვაჟის დასაფლავების შემდეგ ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორმა თქვა, რომ ღაზაში ჟურნალისტებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმე. 

კომენტარები