აზერბაიჯანი-საფრანგეთი

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედების გამო ქვეყნიდან გაძევებულია. სამინისტრომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფრანგი დიპლომატების მიზეზს არ აკონკრეტებს.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში საქმიანობდა.

გასულ თვეში საფრანგეთმა სომხეთს სამხედრო ტექნიკა გადასცა. ერევანმა ფოთის პორტის გავლით სამხედრო კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული Bastion-ის ტიპის 50 ტაქტიკური ჯავშანმანქანა მიიღო. მიმდინარე თვეში კი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადასტურა, რომ არაღიარებული ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს.

კომენტარები