აზერბაიჯანი-საფრანგეთი

აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

აზერბაიჯანში საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩი, ლეილა აბდულაევა ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს 4-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და მისი დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს მერკორამას გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მანამდე კი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში საქმიანობდა.

კომენტარები