აზერბაიჯანი-საფრანგეთი

ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება დროს, სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები" დღესაც გრძელდება, არ შეცვლილა მათი პოლიტიკა და აზროვნების ფორმა.

"საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მისი მიკერძოებული პოლიტიკით, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგების გაღვივებით და ასევე, ცდილობს გამოიყენეს დასავლური ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის". - თქვა ალიევმა.

კომენტარები