საფრანგეთი-სომხეთი

საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს

კალიფორნიაში, თურქეთის საკონსულოს წინ გამართულ აქციაზე დემონსტრანტები სომხეთის დროშებთან ერთად საფრანგეთის დროშას აფრიალებენ, 2021 წლის 24 აპრილი
AFP File Photo

არაღიარებული ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამატებითი დახმარების გამოყოფას პარლამენტმა მხარი 30 ნოემბერს დაუჭირა.

"ეს დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სომხეთის წითელი ჯვრის და გაეროს სააგენტოების მცდელობებს, მიიღონ და დააკმაყოფილონ ამ განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ფინანსური საჭიროებები. დახმარების ამ უკანასკნელი პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობასაც და ფრანგულის საავადმყოფოები რამდენიმე დამწვარ პაციენტს მკურნალობენ". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები