ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იმედაშვილის, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, გოთუას, მგალობლიშვილის, გაგარინის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ქანთარიას, ანაგის, ალმასიანის, აფაქიძის, კვერნაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, წინანდლის და ივერიელის ქუჩების   მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები