ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომელსაც 27 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  ხეივნის, გორგასალის, გულიას, ბადაგის, კოტე აფხაზის, ნიკოლაძის, უსახელოურის, ჟორდანიას, წითლანაძის, ახალი რეხის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგაბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება".

კომენტარები