ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - თელასი მიზეზად გადაუდებელ გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ), ელიზბარ მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, კრუპსკაიას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, მიხაკო წერეთელის, მოძვის, მორის ფოცხიშვილის და რიონის ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები