ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ფერდინანდ თავაძის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა გოგიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას III, IV, VI  კვარტლების, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ნადირა ხოშარაულის, დავით ბაქრაძის, რაფიელ აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, მეორე ხეივნის და ცოლიკაურის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი  

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების, ჯავახეთის, კალოუბნის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, იყალთოს და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები