პოლონეთი

პოლონეთში ქურდობისთვის და პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზებისთვის ქართველი კაცი დააკავეს

პოლიცია პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში
Wojtek Radwanski/AFP/Getty Images

პოლონეთის პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 7000 აშშ დოლარის ქურდობისთვის და შემდეგ ამ თანხის პოლიციელისთვის ქრთამის სახით შეთავაზებისთვის დააკავეს. 

უწყების თქმით, დამნაშავე ოჩოტას მერიის წინ ფაქტზე დაიჭირეს, სადაც ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. 43 წლის ქართველმა ერთ-ერთი მძღოლის უყურადღებობით ისარგებლა და ღიად დატოვებული მანქანიდან თანხა მოიპარა. სწორედ ამ დროს მომხდარი შეამჩნია ქონებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქალაქის ცენტრის უფროსმა, რაზეც ბრალდებულმა დაკავებისგან თავის არიდების მიზნით მოპარული თანხა პოლიციელს ქრთამის სახით შესთავაზა. 

საქართველოს მოქალაქეს ბრალი ქურდობასა და ქრთამის შეთავაზებისთვის წარედგინა. მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კომენტარები