ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

Ashraf Amra - Anadolu Agency

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 19 დეკემბერს ღაზის სექტორიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. სარაკეტო თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე თელ-ავივის არეალი იყო. გასროლილ რაკეტებზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. 

როგორც ცნობილია, ღაზის სექტორიდან სულ ხუთი რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, გასროლილი ხუთი რაკეტიდან ერთი გაანეიტრალეს. 

განგაშის სიგნალები თელ-ავივის სამხრეთ დასახლებებში, ჯაფაში და ბათ იამის ტერიტორიაზე ისმოდა. პოტენციური თავდასხმის საფრთხისშემცველ არეალში ასევე მოექცა რიშონ ლეზიონი, კფარ ჩაბადი და ბეით დაგანი.

კომენტარები