არჩევნები 2024

ბოკერია ერთობაზე: მთავარია, იმ ხალხის რიცხვი გაიზარდოს, ვისაც ამ მთავრობის შეცვლა უნდა

შეცდომად მიმაჩნია ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად იმაზე ფოკუსირება, ვინ ვისთან გაერთიანდება და როგორი კოალიციები იქნება. ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება, ცალკეული პარტიებისთვის ან ჯგუფებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი გახდეს - შესაძლოა, ამის მომენტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დადგეს, ტაქტიკურად ვინ როგორ ჩათვლის საჭიროდ საკუთარი ხმების გადაჯგუფებას. ოღონდ, ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, მთავარი და ერთადერთი საკითხია, რომ ჯამი, რის ჯამზეც არის ლაპარაკი, გაიზარდოს. ანუ, გაიზარდოს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ამ ხელისუფლების შეცვლის მომხრეა. დღეს ეს ჯამი საკმარისი არაა იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმი დამარცხდეს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. 

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები