ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის THE ERAS TOUR პირველი საკონცერტო ტურნეა, რომელმაც $1 მილიარდი გამოიმუშავა

ტეილორ სვიფტი
Gettyimages

ტეილორ სვიფტი საკონცერტო ტურნე The Eras Tour ისტორიაში პირველი გახდა, რომელმაც $1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ტურნე 60 კონცერტისგან შედგება, რომელზეც საშუალოდ 4.35 მილიონი ბილეთი გაიყიდა. შემოსავალმა კი $1.04 მილიარდი შეადგინა.

გარდა ამისა, ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური სურათი ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინო-კონცერტი გახდა. ფილმმა კინოგაქირავებაში $250 მილიონი მოაგროვა.

The Eras Tour ამ ეტაპზე დასრულებული არ არის, 2024 წელს მსოფლიოში 76, ხოლო აშშ-ში 9 კონცერტი იგეგმება.

2023 წელი ტეილორ სვიფტისთვის წარმატებული გამოდგა, მომღერალი 33-წლის ასაკში მილიარდერი გახდა, გარდა ამისა გამოცემა Time-მა ის წლის ადამიანად დაასახელა.

კომენტარები