გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი 33 წლის ასაკში მილიარდერი გახდა.
სვიფტის ქონება ამ დროისთვის 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაშიც მას 2023 წელს დაწყებული ტურნე - Eras Tour მნიშვნელოვნად დაეხმარა. თავის მხრივ, ტურნემ ხელი შეუწყო ამერიკის ეკონომიკის ზრდასაც და Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის მშპ-ს 4.3 მილიარდ დოლარიანი სარგებელი მოუტანა.
ტეილორ სვიფტი არტისტების იმ მცირე რიცხვში შედის, რომლებმაც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნით მიაღწია.