ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტის THE ERAS TOUR ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

ტეილორ სვიფტი
Deadline

ფილმი-კონცერტი ტეილორ სვიფტის ტურის შესახებ The Eras Tour ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია. დოკუმენტურმა სურათმა გამხსნელ უიქენდზე $97 მილიონი მოაგროვა.

The Eras Tour კინოს ისტორიაში ყველაზე კარგი სტარტის მქონე ფილმი-კონცერტი გახდა. ასევე ტეილორ სვიფტის კონცერტი ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც ოდესმე ოქტომბერში გამოსულა. აქამდე ამ ტიტულს $96 მილიონით ჯოკერი ფლობდა. 

საერთაშორისო კინოგაქირავებაში The Eras Tour-მა $30 მილიონზე მეტი მოაგროვა. ამ დროისთვის ფილმის საერთო შემოსავალი 126-130 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 

სვიფტმა ფილმი-კონცერტის გამოშვების შესახებ პირველად აგვისტოში ილაპარაკა. პროექტი $10-20 მილიონი დაჯდა. აქამდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი-კონცერტი ჯასტინ ბიბერის Never Say Never იყო, კანადელი მომღერლის ფილმმა $99 მილიონი გამოიმუშავა.

The Eras Tour-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

კომენტარები