ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასსა და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდა

Cbc.ca

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ ჰამასთან დადებული ზავი დღესაც გაგრძელდება. ამავე ინფორმაციით, ისრაელმა უკვე მიიღო იმ ქალებისა და ბავშვების სია, რომლებსაც დღეს გაათავისუფლებენ

პარალელურად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ერთდღიანი გახანგრძლივებას და აცხადებს, რომ ეს მოხდება იმავე პირობებით, როგორც წინა ექვს დღეს, როდესაც ჰამასმა გაათავისუფლა სულ მცირე 10 მძევალი, მინიმუმ 30 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

გარდა ამისა, ისრაელის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ღაზის სექტორიდან 6 ქალისა და 2 ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ამასთან, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, რომელიც ისრაელის ოფიციალურ პირს ეყრდნობა, ისრაელს 3 გატაცებული ადამიანის ცხედარს გადასცემენ. 

გუშინ, 29 ნოემბერს ჰამასმა პუტინისადმი "მადლიერების" ნიშნად რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები 50 წლის ელენა ტრუპანოვა და დედამისი, 73 წლის ირინა ტატი არიან. მათ ისრაელისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. 

ელენას ქმარი ვიტალი ტერორისტებმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას მოკლეს, მისი შვილი და შვილის შეყვარებული კი კვლავ მძევლებად რჩებიან. 

კომენტარები