ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა პუტინისადმი "მადლიერების" ნიშნად რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლა

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში, 2023 წლის 18 ოქტომბერი.
კრემლი

ჰამასმა პუტინისადმი "მადლიერების" ნიშნად რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლა. ღაზის სექტორში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაჰყავს მძევლები წითელი ჯვრის მანქანას. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები 50 წლის ელენა ტრუპანოვა და დედამისი, 73 წლის ირინა ტატი არიან. მათ ისრაელისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. 

ელენას ქმარი ვიტალი ტერორისტებმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას მოკლეს, მისი შვილი და შვილის შეყვარებული კი კვლავ მძევლებად რჩებიან. 

კომენტარები