ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი რუსეთის 2 მოქალაქეს პუტინის პატივისცემის ნიშნად გაათავისუფლებს

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

ჰამასი რუსეთის 2 მოქალაქეს ვლადიმირ პუტინის პოზიციისადმი "დაფასების" ნიშნად გაათავისუფლებს.

ამის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის მაღალჩინოსანმა, მუსა აბუ მარზუკმა ისაუბრა.

რუსეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდება 10 ისრაელელის წითელი ჯვრისთვის გადაცემის პროცესის პარალელურად, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რაც კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ს შუამავლობით შედგა. უცნობია თავად რუსეთის 2 მოქალაქეს აქვს თუ არა ისრაელის მოქალაქეობაც.

მძევლად აყვანილი რუსი ებრაელების ნათესავები გასულ დღეებში კრემლს ახლობლების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. მოსკოვი შუამავლობდა ერთ-ერთი მსგავსი მძევლის, რონი კრივოის გათავისუფლებას. 

კომენტარები