მადლიერების დღე

მეისის მადლიერების დღის აღლუმზე პროპალესტინელმა აქტივისტებმა ხელები ასფალტზე დაიწებეს

Brendan Mcdermid/Reuters

პროპალესტინელმა აქტივისტებმა მანჰეტენზე მეისის მადლიერების დღის აღლუმი ჩაშალეს. მეისის მადლიერების დღის აღლუმი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და ის ყოველწლიურად ნიუ-იორკში იმართება. პირველად მეისის მადლიერების დღის აღლუმი 1927 წელს გაიმართა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტანტები პოლიციამ დააკავა. მათ მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ნიუ-იორკული მარში ჩაშალეს შეძახილებით: "გენოციდი ადრე, გენოციდი ახლა", "სიცოცხლე პალესტინას" და ა.შ. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მეისის მადლიერების დღის აღლუმს გამოეხმაურნენ და ყველა ამერიკელს გაერთიანებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები