მადლიერების დღე

მადლიერების დღე ნიუ-იორკში

ნოემბერს, მადლიერების დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მარშზე, ნიუ იორკის ქუჩები გიგანტურმა ბუშტებმა მოიარეს. ამ სანახაობამ ბევრი მაყურებელი მიიზიდა, როგორც ადგილზე, ასევე - ტელევიზორებთან.

საზეიმო სვლის ორგანიზატორთა ვარაუდით,  ჰელიუმის უზარმაზარ ბუშტებს, სავარაუდოდ, 50 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა.  ბუშტებს მიკი მაუსის, ადამიანი ობობას და სხვა ცნობილი გმირების ფორმა ქონდათ და ცენტრალ პარკიდან ჰერალდის მოედნის მიმართულებით მოძრაობდნენ.

საზეიმო მარშში, საერთო ჯამში, 8000 ადამიანი მონაწილეობდა.

შოუ მოიცავდა 11 მუსიკალურ ჯგუფს, 800 მასხარას, 1600 მოცეკვავესა და მომღერალს. მათ 15 გიგანტური და 44 საშუალო ზომის ბუშტი მიქონდათ. შოუს მთავარი ვარსკვლავი ბოლოს გამოჩნდა: მსვლელობა სანტა კლაუსმა დახურა.

კომენტარები