Pussy Riot

რუსეთში PUSSY RIOT-ის წევრ ნადეჟდა ტოლოკონიკოვას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა
RFI

პანკ ბენდ Pussy Riot-ის ლიდერს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. მომღერალსა და აქტივისტს "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს.

2023 წლის მარტში ტოლოკონიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მომღერალი ძებნაში გამოცხადდა. 1 ნოემბერს სასამართლომ პროკურატურას დაპატიმრების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, მაგრამ 21 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მუსიკოსს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ეპიზოდისთვის მიუსაჯეს პატიმრობა ტოლოკონიკოვას. ამჟამად მომღერალი რუსეთში არ იმყოფება.

2012 წლის აგვისტოში, ტოლოკონიკოვას და Pussy Riot-ის კიდევ ორ წევრს მარია ალიოხინასა და ეკატერინა სამუცევიჩს ტაძარში პანკ-წარმოდგენის გამართვის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუსიკოსებმა კოლონიაში 1 წელი და 1 თვე მოიხადეს.

კომენტარები