ანტიპუტინისტური როკ ბენდის, Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა საქართველოში არ შემოუშვეს.
ქართველმა მესაზღვრეებმა ალიოხინას უარის ფურცელი გადასცეს, სადაც დასახელებული იყო "სხვა მიზეზები", რის გამოც ის ქვეყანაში არ შემოუშვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსი პროპაგანდისტები თავიანთი "საპროტესტო ისტორიების" გადასაღებად თავისუფლად შედიან ქვეყანაში, მათ, ვისაც ძალადობის შეუჩერებელი ნაკადის შესახებ სიმართლის დაწერა შეუძლიათ, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ". - წერს მუსიკოსი.
2022 წლის 21 ივნისს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს Pussy Riot-ის სხვა წევრს, ოლგა ბორისოვასაც.





