რუსული ფემინისტური და ანტიპუტინისტური პანკ ჯგუფის, Pussy Riot-ის თანადამფუძნებელი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ბრალდებულთა ბაზაზე წვდომა თავდაპირველად სწორედ Pussy Riot-ის მიერ დაფუძნებულმა მედიამ Mediazona-მ მოიპოვა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის Meduza-ს ცნობით, რუსეთი ტოლოკოლნიკოვას "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში" ადანაშაულებს და აქტივისტის წინააღმდეგ გამოძიება Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების გამო არის დაწყებული.
27 იანვარს ლოს ანჯელესში, ცნობილი არტ დილერის, ჯეფრი დაიჩის გალერეაში ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვას პირველ სოლო შოუ გაიხსნა.
ცნობილი აქტივსტის ახალ ვიდეოპერფორმანსს პუტინის ფერფლი ეწოდება. ნამუშევარში ტოლოკოლნიკოვა ქალების ჯგუფს მიუძღვება, რომლებიც პუტინის პორტრეტის დაწვის სარიტუალო ცერემონიას ატარებენ.
ნამუშევრის ინსპირაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა, პერფორმანსში ქალები პუტინის წინააღმდეგ სხვადასხვა შელოცვებს იყენებენ და მის დაგვიანებულ გადადგომას ან სულაც მის სიკვდილს წარმოადგენენ. მონაწილეებს შორის უკრაინელი დევნილებიც არიან, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ომის გამო მოუწიათ.