Pussy Riot

PUSSY RIOT-ის წევრი, ოლგა ბორისოვა საქართველოში არ შემოუშვეს

Instagram

ანტიპუტინისტური როკ ბენდის, Pussy Riot-ის წევრი, ოლგა ბორისოვა საქართველოში არ შემოუშვეს.

მუსიკოსი ჯგუფის ევროპული ტურნედან საქართველოში ბრუნდებოდა. ბორიოსვას თქმით თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ის ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს.

"ამიკრძალეს საქართველოში დაბრუნება. ახსნა-განმარტების გარეშე. თბილისის გარდა სხვა სახლი არ მაქვს, იქ ჩემი მეგობარი კაცი ცხოვრობს და მაქვს ბინა, რომელშიც ფულს ვიხდი. საქართველოდან სტამბულში გამაძევეს, ახლა ამსტერდამში დაბრუნება მიწევს". - წერს მუსიკოსი.

Pussy Riot რუსული საპროტესტო პანკ ბენდია, რომელიც 2011 წელს ჩამოყალიბდა. ღიად ანტისამთავრობო პერფორმანსების გამო ჯგუფი რუსეთში იდევნება. ბენდის ორი ყველაზე ცნობილი წევრი მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა 2012 წელს ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მუსიკოსებმა მოგვიანებით ოპოზიციური მედია Медиазона დააფუძნეს. ამ დროისთვის Pussy Riot-ის წევრების სრული უმრავლესობა რუსეთიდან გაქცეულია.

 

კომენტარები