მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის სასჯელს უკვე იხდის და ასევე, არის საქმეები, რომლებზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროს, საქართველოში ადამიანების წამებისა და ღირსების აყრის რეჟიმი შეიქმნა. ამიტომ, მისი საქმიანობის ნებისმიერი პოზიტიური შეფასება ქართველი ხალხის დაცინვაა. მისი შესაძლო შეწყალებაც ქართველი ხალხისა და სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
პაპუაშვილი: სააკაშვილის შეწყალება მისი დანაშაულების მსხვერპლების დაცინვა იქნება
tbl.ge/6lwq
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით მის შვილებს მამა დაუბრუნოს.
ამავე თემაზე
- ბოკუჩავა: სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია
- ბითაძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო ეს დღე?
- ჩხაიძე სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე: რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია
- "აღარ ესაჭიროება მკურნალობა" - მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
- "პასუხისმგებლობას ზურაბიშვილიც იზიარებს" - ბოკუჩავა სააკაშვილის განაჩენზე




