მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს

სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებდა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მეთაური, რომელსაც ის ბოლო თვეების განმავლობაში შეხვდა. ზელენსკისგან, მაკრონისგან და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მე არ მინდა, ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო. უბრალოდ, მინდა, რამდენიმე საკითხს ვუპასუხო, რასაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვიძახი, რომ ფიზიკურად უკეთესად ვარ. მე სულიერად ვარ უფრო მხნედ. ასევე, ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მე უცხოეთში გამგზავრების სურვილი აღარ მაქვს. საქმე იმაშია, რომ ეს ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას გარკვეული პერიოდი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა სჭირდება. 

რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით ჩემს შვილებს მამა დაუბრუნოს. და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს [...] როცა ის ამბობს, რომ კიდევ სხვა 2 საქმეა და მე რა ვქნაო - ქალბატონო სალომე, თქვენ საშუალება გაქვთ, ამაზე პასუხისმგებლობა მოიხსნათ. დანარჩენები კი 2 საქმესაც აღძრავენ და 30-საც. 

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც ის დისტანციურად ჩაერთო.

კომენტარები