უკრაინა

უკრაინაში კიბერუსაფრთხოების ორი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი, იური შიგოლი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორი მაღალჩინოსანი დაითხოვა. 

სპეციალური კომუნიკაციებისა და ონფორმაციის დაცვის სახელმწიფო სერვისის ხელმძღვანელი, იური შიგოლი და მისი მოადგილის, ვიქტორ ჟორას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას კაბინეტის უფროსი, ტარას მელნიჩუკი Telegram-ზე წერს. 

მელნიჩუკს არ დაუკონკრეტებია აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა გადაწყვეტილება ემთხვევა უკრაინის ანტიკორუფციული პროკურორების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე თანამდებობის პირების გამოძიება, $1.72 მილიონის შესაძლო მითვისაზე.

კომენტარები