ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ისრაელის ბირთვული იარაღი უნდა შემოწმდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის.

ერდოღანის თქმით, ისრაელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარე არ არის და მის წესებს არ ექვემდებარება.

"ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმებით, წევრ ქვეყნებს საშუალება აქვთ, მიმართონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და მოითხოვონ მონიტორინგის მექანიზმი. ჩვენ ახლა ამ პროცესს გავააქტიურებთ. მოიწვევენ გამგეობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. მათ ეს უნდა გაუგზავნონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს. შესაძლებელია აშშ ისრაელს გვერდში დაუდგეს და ამ საკითხს ვეტო დაადოს. ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განაცხადი ოფიციალურ ჩანაწერებში ჩნდება და მისი წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რეგიონში სტრატეგიული ინტერესების დაბალანსების კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაკეთებთ ამ მოწოდებას. ისრაელის ბირთვული იარაღი ეჭვგარეშე უნდა შემოწმდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ჩვენ ამას მივყვებით. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, არ შეეშვას ამ საკითხს". - თქვა ერდოღანმა.

15 ნოემბერს ერდოღანმა პარტიის შეკრებაზე თქვა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ბენიამინ ნეთანიაჰუ როგორც არ უნდა დაემუქროს ის მაინც დასრულებულია.

ამავდროულად, ერდოღანის თქმით, თურქეთი ყოველთვის ხმამაღლა გააჟღერებს, რომ ჰამასის მებრძოლები ტერორისტები არ არიან და ისინი რეალურად საკუთარი მიწის დასაცავად ომობენ.

კომენტარები