საქართველოს პარლამენტი

ბრეგაძე: საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, სპეკულაცია ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაა

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით სტრასბურგში. გიპასუხებთ - ყოფილი მაღალჩინოსნები სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ ამტკიცებდნენ ერთსა და იმავეს, თითქოს მათი დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა და იყო უკანონო. 2022-2023 წლებში გადაწყვეტილებები გამოცხადდა ბაჩო ახალიას, გიგი უგულავას და ნიკანორ მელიას საქმეებზე. სამივე საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება საქართველოს კანონმდებლობის და ევროპული კონვენციის მოთხოვნების სრული დაცვით ხორციელდებოდა და შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას არ ჰქონია ადგილი.

პასუხი არის მარტივი - საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ამ საკითხით სპეკულაცია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იმიტომ, რომ მავანი ყოველთვის ცდილობს ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. და ის პირები, რომლებიც მსგავსი ტიპის, დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებენ, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის დადასტურებული ფაქტი და ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა რცხვენოდეთ, რომ ასე მტრულად ექცევიან საკუთარ სახელმწიფოს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საჩივრებს - პირველად 2022 წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მასთან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით და ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან არ არსებობდა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას.

კომენტარები