პრეზიდენტი აღწერს რეალობას, რაც ქვეყანაში არსებულ რეალობასთან ახლოსაა და კარგია რომ პრეზიდენტის რიტორიკა იცვლება და განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რაც მას ადრე ჰქონდა. თუმცა, ძალიან გასაკვირია, რატომ ვიგებთ ივანიშვილთან მის შეხვედრაზე ფრანგული წყაროებიდან და რატომ არ უთხრა მან ეს ქართულ საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული საზოგადოებისადმი და მეორე, პრეზიდენტის რიტორიკა უფრო და უფრო მძაფრდება იმის მიხედვით, თუ რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას მისდამი და ესეც მის გულწრფელობაში ეჭვს ბადებს.
სალომე ზურაბიშვილი
ქებურია: გასაკვირია, რომ პრეზიდენტისა და ივანიშვილის შეხვედრაზე ფრანგული წყაროებით ვიგებთ
tbl.ge/6lr3
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ლელა ქებურია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, ის ივანიშვილს ბოლოს 3 წლის წინ შეხვდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია და მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




