ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ტერორიზმის მხარდამჭერი ერდოღანისგან ქადაგებას არ მიიღებს

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 19 სექტემბერი, 2023
Avi Ohayon/GPO

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ერდოღანმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

"ის (რედ. ერდოღანი) ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს ეძახის, მაგრამ ქმედებებით იგი ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერს მხარს", - თქვა ნეთანიაჰუმ.

დღეს, 15 ნოემბერს ერდოღანმა პარტიის შეკრებაზე თქვა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ბენიამინ ნეთანიაჰუ როგორც არ უნდა დაემუქროს ის მაინც დასრულებულია

კომენტარები