ეს ბარიერის თემა საერთოდ არ გვაინტერესებს. ბატონებო და ქალბატონებო, 5% კი არა, 7%-ზე აწიეთ, მაინც მოვიგებთ, მაინც დამარცხდებით [...] ოპოზიციურ პარტიებს გეგმა აქვთ, როგორ გადააზღვიონ ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დარჩეს. პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ სიურპიზებსაც მალე მოგაწვდიან.
tbl.ge/6ljj
დაკოპირდა

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თემა დახურულია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




