კანდიდატის სტატუსი

ვოლსკი: მთელი რიგი მაჩვენებლებით, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ

მთელი რიგი მაჩვენებლებია, სადაც არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ, ევროკავშირის წევრებსაც, რამდენიმე სახელმწიფო მაქვს მხედველობაში.

მთელი რიგი მაჩვენებლებით, NATO-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ - იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა, სტაბილურობა, განვითარება, ხელისუფლების გამჭვირვალობა თუ მართვის ინოვაციური სისტემები [...]

რასაკვირველია, [სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით] ხელის შეშლა იქნება. ბოლო წუთამდე გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რათა შეიქმნას ვითარება, როცა კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო, ხალხი დაირაზმება და დესტაბილიზაციის სტრატეგიული გეგმა განვითარდება, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ნაციონალური მოძრაობა ჯიბით ატარებს.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, გია ვოლსკიმ.

კომენტარები