საქართველოს საპატრიარქო

ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო – მამა ანდრია სინოდზე განხილულ საკითხებზე

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან წმინდა სინოდზე მიმოხილული საკითხების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ "არ გამართლდა მორიგ ჯერზე" იმის შესახებ განცხადებები "თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი".

მისივე თქმით, წმინა სინოდზე ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო - ძირითადად შიდა საეკლესიო საკითხებით.

"მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდოგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. მიმოხილული იყო მაღალმთიან რეგიონებში  განთავსებული ეპარქიები. ზოგადად იყო ვითარებები განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები იყო, რაც საეკლესიო თემებს ეხება, მათ შორის იყო ლიტურგიკული საკითხებიც. ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იყო, ძირითადად შიდა საეკლესიო საკითხები". - თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

2 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

კომენტარები