ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: ღაზის სექტორს უცხოეთის მოქალაქეები და დაჭრილი პალესტინელები ტოვებენ

GETTY IMAGES

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებიდან პირველად, ღაზის სექტორი მძევლების ნაწილმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი ახლაც გრძელდება. ეგვიპტეში, რაფას დერეფნის გავლით გადადის 360 უცხოეთის მოქალაქე და 81 დაჭრილი პალესტინელი. მძევლების ნაწილის ეგვიპტეში გადასვლა CNN-ს ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუირებულ ტყვეებს შორის არიან ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, იაპონიის და იტალიის მოქალაქეები. ეგვიპტის მთავრობის ცნობით, ღაზის სექტორი ასევე დატოვა აშშ-ს ორმა მოქალაქემ და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე რამდენიმე პირმა. ეგვიპტურმა მხარემ დაადასტურა, რომ გათავისუფლებული ტყვეების ნაწილი კაიროში ჩავა, ხოლო ნაწილი პირდაპირ თავიანთ სამშობლოში გაფრინდება. 

როგორც ცნობილია, ღაზის სექტორი ასევე დატოვა საერთაშორისო ორგანიზაცია "ექიმები საზღვრის გარეშეს" 22-მა ექიმმა, თუმცა ახალი სამედიცინო გუნდი მზადაა ღაზის სექტორში შევიდეს. 

ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებმა CNN-თან თქვეს, რომ თავდაპირველად ეგვიპტის საზღვარი 491 უცხოეთის მოქალაქეს უნდა გადმოეკვეთა, თუმცა მათგან დაახლოებით 130-მა უარი თქვა ოჯახის გარეშე ღაზის სექტორის დატოვებაზე ან საზღვარი ვერ გადაკვეთა. 

კომენტარები