საქართველოს საპატრიარქო

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქო

2 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.

ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები სხდომაზე.

კომენტარები