ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კორნელის უნივერსიტეტი ანტისემიტიზმის საფრთხის გამო FBI-ის დახმარებას სთხოვს

TED SHAFFREY/AP PHOTO

კორნელის უნივერსიტეტმა დახმარებისთვის აშშ-ს ფედერალურ საგამოძიებო უწყებას მიმართა და სთხოვა გამოიკვლიონ ანტისემიტიზმის საფრთხეები კორნელის უნივერსიტეტში და მის კამპუსში. კორნელის უნივერსიტეტში ებრაული საზოგადოება არსებობს, რომელიც ამჟამად აშშ-ში ანტისემიტური გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. 

ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ კორნელის უნივერსიტეტის კედლებზე გამოჩნდა ძალადობრივი ხასიათის ანტისემიტური წარწერები. ერთ-ერთ ასეთ ვანდალურ წარწერაზე ეწერა "ფრთხილად იყვნენ ღორი ებრალები. ჯიჰადი მოდის, არსად არ იქნებიან უსაფრთხოდ". ასევე, სხვა წარწერაზე იყო მუქარის შემცველი ტექსტი - "იარაღს მოვიტან უნივერსიტეტში და მოვკლავ ყველა ღორ ებრაელს". 

"ძალადობის მუქარა მიუღებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინს ეს წარწერები დაწერა დაისაჯოს" - თქვა კორნელის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მართა პოლაკმა. 

კომენტარები