თბილისი

ევროპის მოედანზე 30 ოქტომბრის ღამიდან 31 ოქტომბრის შუადღემდე მოძრაობა შეიზღუდება

Georgian Travel Guide

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების გამო 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება.

უწყების მითითებით, ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც, კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან.

კომენტარები