ირანი-რუსეთი

ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს

ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა (EAEU) და ირანმა 2023 წლის ბოლომდე შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერონ ხელი. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ირანის პირველ ვიცეპრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით გზა გაიხსნება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ახალი შესაძლებლობებისთვის. ამ პროექტზე მოლაპარაკებები დასრულებულია და გვაქვს მოლოდინი, რომ შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება". – ამბობს მიშუსტინი.

ამასთან ერთად, რუსეთმა და ირანმა 1 აგვისტოდან ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესეს.

ასევე, რუსეთი აქტიურად მხარს უჭერდა ირანის BRICS-ში და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) გაწევრიანებას, რისთვისაც ირანის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა, მოჰამად მოხბერმა მიშუსტინს მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები